среда, 13 июля 2016 г.


                                                გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
სხვდასხვა მნიშვნელიანი წილადების                               შეკრება - გამოკლება    
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე, სსსმ-ს მქონე  1 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
წილად რიცხვებზე მოქმედებების შესრულება ყოველთვის იწვევს დიდ დაინტერესებას მოსწავლეებში, თუმცა ამავე დროს მეტად პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით აქტუალურია სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება - გამოკლების შესწავლა. ეს გაკვეთილი განუმტკიცებს მოსწავლეებს ისეთი საკითხების ცოდნას, როგორებიცაა: ორი ან რამდენიმე რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა, წილადების დაყვანა ახალ მნიშვნელამდე, წილადის ძირითადი თვისება, წილადების შეკვეცა, წილადების გავრცობა და თვით წილადის შინაარსის აღქმა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
•           იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
•           იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად  (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას);
წინასწარი ცოდნა
წილადის ძირითადი თვისება; წილადების შეკვეცა და გავრცობა; საერთო უმცირესი ჯერადის პოვნა; წილადის ძირითადი თვისება; წილადი დაყვანა ახალ მნიშვნელამდე.
შეფასების საგანი და პროცედურები
ჩართულობა; პრეზენტაცია - მსჯელობა; დამოუკიდებელი, ჯგუფური და შემაჯამებელი წერითი სამუშაოები;
შეფასებისას გამოიყენება როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასების ტიპები. განმავითარებელი შეფასება გამოიყენება ძირითადში ზეპირი პრეზენტაციის, ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებისას, ხოლო განმსაზღვრელი - დამოუკიდებელი, შემაჯამებელი და საშინაო დავალებების შესრულებისას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წილადები, მოქმედებები წილადებზე, სახელმძღვანელო - მათემატიკა VI - კლასი (გოგიშვილის ავტორობით),  კომპიუტერი 1 ცალი, პროექტორი, საჭირო პროგრამები word,  powerpoint   
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები: ( 2 წუთი ) - გაკვეთილის მიზნებისა და გეგმის გაცნობა.

A ფაზა-გამოწვევა (5 წუთი ) -  დაფაზე იწერება წილადები, მოსწავლეები წერენ ამ წილადების გამოყენებით მაგალითებს:
ა) შეკვეცეთ წილადები:
ბ) დაიყვანეთ წილადები საერთო მნიშვნელამდე:
გ)  შეადარეთ წილადები: ;
დ) შეკრიბეთ წილადები:  
ისმება კითხვები: რა საერთო თვისებები გამოიყენება მოცემულ მაგალითებში?  რომელი თემის შესწავლისაკენ მივდივართ?
სსსმ - ს მქონე მოსწავლეს აძლევს ბარათს, რომელზეც მითითებულია მოსწავლის შესაძლებლობის შესაბამისი მაგალითები მისთვის საინტერესო ფონში;
B ფაზა- შინაარსის რეალიზება (20 წუთი)
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს პრეზენტაციას, სლაიდის გამოყენებით უჩვენებს  ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება - გამოკლების ნიმუშებს და შემდეგ უჩვენებს სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრებისა და გამოკლების მაგალითებს. აძლევს მინიშნებას დამოუკიდებლად მიაგნონ შესრულების წესს (5 წუთი ).
 მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად წაიკითხონ ტექსტი და კარგად გაიაზრონ მასში მოყვანილი მაგალითების ამოხსნის წესები( 5 წუთი ).
 მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად:
 1 ჯგუფი - მოამზადოს პრეზენტაცია ტოლმნიშვნელი -
ანი წილადების შედარება, შეკრება, გამოკლება;
 2 ჯგუფი - წილადების შეკვეცა - გავრცობა;
 3  ჯგუფი - სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარება;
 4 ჯგუფი - სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება - გამოკლება; ( 10 წუთი )
სსსმ - ს მქონე მოსწავლეს სთავაზობს წინასწარ მომზადებულ სლაიდ - თამაშს, რომელიც აგებული იქნება მოსწავლის შესაძლებლობის შესაბამისად;

C ფაზა-რეფლექსია (10 წუთი)
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას (10 წუთი);
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით, მასწავლებლის გარკვეული შენიშვნების შემდეგ, ახდენენ თვითშეფასებას ( 2 წუთი );
მასწავლებელი აფასებს ჯგუფებს შეფასების კრიტერიუმების მიხედვით (3 წუთი );
 მასწავლებელი ახდენს სსსმ - ს მქონე მოსწავლის დემონსტრაციულ შეფასებას წამახალისებელი კრიტერიუმით ( 1 წუთი );
 მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს (2 წუთი );







პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს ამოხსნის განსხვავებულ ხერხებს
1
ადარებს წილადებს, დაყავს საერთო მნიშვნელამდე და ასრულებს მოქმედებებს
2
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1